გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

GITA საქართველოს ბანკთან და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით CodeIT - ის მეორე ეტაპს იწყებს

19-02-2024

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკთან და „ლინეიტთან“ თანამშრომლობით, 2024 წლის 19 თებერვლიდან იწყებს პროექტის - CodeIT- ის მეორე ეტაპს. პროგრამირების სასწავლო კურსი 14-18 წლის სკოლის მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი და მთავარი მიზანი სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და კოდირების მიმართულების პოპულარიზაციაა.


CodeIT - ის პირველი ეტაპის ფარგლებში 190-მდე მოსწავლემ გაიარა სასწავლო კურსი. პროცესი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც პროექტის მონაწილეები Peer to Peer სასწავლო მოდელის მიხედვით რვა ტექნოპარკში ერთდროულად სწავლობდნენ Front End Development-ის საწყისებს, მუშაობდნენ ჯგუფებში, საბოლოოდ კი წარადგინეს ფინალური პროექტები. ტრენინგის განსხვავებული, ჰიბრიდული ფორმატი იძლევა შესაძლებლობას, მონაწილეებს სატრენინგო სივრცეში ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ ჯგუფთან და, ასევე, დისტანციურად უკავშირდებოდნენ ტრენერსა და ტრენინგის დანარჩენ მონაწილეებს სხვა ლოკაციებიდან.


2024 წელს სასწავლო კურსზე მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაიარონ ოთხი მოდული - HTML – CSS; jаvascript; Next.js -React Framework, Designit. CodeIT პირველი მოდულის მონაწილეების შერჩევა ხდება სარეგისტრაციო ფორმის საფუძველზე, სადაც მოწმდება მათი მოტივაცია, ინტერესი და ზოგადი ლოგიკური აზროვნება. პირველი მოდულის წარმატებით დასრულების შემდგომ, მათ ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა მეორე მოდულზე. იმ რაოდენობას კი, რომელმაც დატოვა პროექტი, ანაცვლებს ახალი ბენეფიციარები, ტესტისა და აპლიკაციის გადარჩევის შემდგომ.


მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე - https://forms.office.com/e/qmyh3UVrka - რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2 მარტი.

საქართველოს ბანკი პროექტის დასაწყისიდანვე Code IT-ის პარტნიორია. საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში მთავარი მიმართულება განათლების, განსაკუთრებით კი, მომავლის პროფესიების ხელშეწყობაა, რადგან გუნდში სჯერათ ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის ფინანსური ხელშეწყობით არაერთ მოსწავლეს, მათ შორის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, შეექმნა პირობა, რომ მიეღო ხარისხიანი განათლება და შექმნილიყო მათთვის ახალი შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასაწყისში 350-ზე მეტი მოსწავლე დაინტერესდა სასწავლო კურსით.

ცნობისთვის, „ლინეიტი“ - „Lineate“ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. მთავარი ოფისით ქ. ნიუ იორკში და ასევე, ოფისებით საქართველოში, პოლონეთსა და სომხეთში. კომპანია ქმნის მომხმარებელზე მორგებულ კომპიუტერულ პროგრამებს, რაც მათ კომპლექსური მონაცემების მიერ გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში ეხმარება. კომპანიას 15 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. 2006 წლიდან, კომპანიას აშშ-სა და ევროპაში განხორციელებული აქვს 920 პროექტი. კომპანია Lineate-ის ძირითადი მიმართულებებია - AdTech, MarTech, MedTech და FinTech. კომპანია თანამშრომლობს: The New york Times, Ebay, Warner music, Visa, SAP, Telenav,Voxy, NYU Hospitals, 33 across, Rosen Publishing, Vive, Informa, Ondeck, ACN და სხვა.