20-02-2024
თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპულ
ი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებენ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში.
თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული,
„3 ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო, რადგან დროში შეზღუდულები ვართ ჩვენ დილიდან ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და მინდა დრო აღარ დავკარგო. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა, ამისათვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა, მეორე გზავნილი ის არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს - მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში.
ასევე ანტი დასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა რაც განხორციელდება მომავალში მინდა, რომ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული, თავისუფალი კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევრო კომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით.
ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ასევე გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა 3.9 მილიონი ევროს ფარგლებში და ეს წელს არის გათვალისწინებული.
ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.