გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

კინოთეატრ „ამირანში“ ნათია თოდუას აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა

2-10-2018

კინოთეატრ „ამირანში“ აფხაზეთისადმი მიძღვნილი კლიპის პრემიერა გაიმართა. მამა პეტრეს (კვარაცხელია) ტექსტზე და სცენარით შექმნილი სიმღერა „ფრთამოტეხილი მაფშალია“ გერმანული „voice“-ს გამარჯვებულმა, აფხაზეთიდან დევნილმა ნათია თოდუამ შეასრულა. მუსიკის ავტორია დათო არჩვაძე, რეჟისორი ლევან აბულაძე. კლიპში, ასევე ცნობილი ქართველი მსახიობი, მურმან ჯინორია მონაწილეობს.


პრესსამსახურის ცნობით, ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სიმღერებისა და მშობლიური კუთხის პოპულარიზაციისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ ყოლბაიამ ნათია თოდუას აფხაზეთის მთავრობის მადლობის სიგელი გადასცა.


პრემიერას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, სასულიერო პირები, ცნობადი სახეები, დევნილი საზოგადოება, ნათია თოდუას ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ.