გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე: ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

20-02-2024

ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არა მხოლოდ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას, არამედ, საუბარი იყო კონკრეტულ პროექტებზე.


"როგორც ასოცირების საბჭოს ფორმატში, ასევე ორმხრივ შეხვედრებზე ჩვენ გვქონდა საუბარი არა მხოლოდ ზოგადად, თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე, არამედ, კონკრეტულ პროექტებზეც იყო საუბარი. განსაკუთრებით გამოიყო შავი ზღვის კაბელის პროექტი და ასევე როუმინგის საკითხი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონკრეტული პროექტების განხორციელება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ზოგადად თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით და ამ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით", - განაცხადა პრემიერმა.