გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

პრემიერი: ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი

20-02-2024

ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განიხილეს სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან.


„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, მათ შორის, 9 პრიორიტეტი იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა თემა, მათ შორის, კონკრეტული პუნქტები, რომლებიც არის დაკავშირებული ამ 9 პრიორიტეტთან. ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, ძალიან მეგობრული, პროდუქტიული. ეს არის ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. გაგრძელდება აქტიურად მუშაობა, რათა შესრულდეს ყველა პრიორიტეტი იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გაიხსნას მოლაპარაკებები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.