გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თეა წულუკიანი: პრეზიდენტობის ყველა კანდიდატს მოვუწოდებ, აგვისტოს ომზე საუბრისას სიფრთხილე გამოიჩინონ

2-10-2018


საქართველოს იუსრიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერისა და აგვისტოს ომის საგამოძიებო ჯგუფის პროკურორის, ფატუ ბენსუდას შეხვედრას კომენტარს უკეთებს და აცხადებს, რომ ამ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა გაჟღერდა.

 

„ფატუ ბენსუდასთან შეხვედრა ახალ პრემიერთან იყო გაცნობითი ხასიათის, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ითქვა. მათი უმრავლესობა არის დახურული თემა, გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე. ერთი რამ შემიძლია, განვაცხადო − ქალბატონმა ბენსუდამ გვითხრა, რომ გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული, ვიდრე აქამდე იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსა და პროკურორთან, როგორც აქამდე თანამშრომლობდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის გამოსაძიებლად, ქართველების ეთნიკური წმენდის ეპიზოდების გამოსაძიებლად, გორის ე.წ. ინციდენტის გამოსაძიებლად, როდესაც 12 აგვისტოს, ყველანაირი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, „ისკანდერი“ ჩვენზე გამოსცადა რუსეთის ფედერაციამ. ეს ცალსახად კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ქალბატონმა ბენსუდამ თქვა, რომ მას აქვს სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოსა და იუსტიციის სამინისტროსთან ამ ეპიზოდების გამოძიების სწორად წარმართვისთვის.


იმ პოზიციიდან, სადაც მე ვარ, და იმ საქმეში ჩართულისაგან, რომელზეც ვსაუბრობ - ვგულისხმობ ჰააგასთან თანამშრომლობას, მინდა, ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ − ეს არ გახლავთ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, „ნაცის“, „ქოცის“ ან „გუგავა მოვას“ რომ იძახის, იმ პარტიის საქმე. ეს არის ზოგადქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც უნდა აძლევდეს ხმას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი − სხვადასხვა მიზანი ჩვენ ვერ გვექნება. ჩვენი მიზანია, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ მთავარი. ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი; მთავარია, დავუტოვოთ გადაწყვეტილებები − სტრასბურგი იქნება ეს თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით. ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ"-განაცხადა წულუკიანმა.

 

მისივე თქმით, ის ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მოუწოდებს, ქალბატონ სალომეს, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფების კანდიდატებს − "სულერთია, დღეს რა ჰქვიათ, ყველას − როცა ამ თემაზე საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე, იმიტომ, რომ მათ ერთნაირად სტკივათ საქართველო; იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოსთვის  ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მტკიცებულება მოვაგროვეთ, სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და ეს ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს. კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ, ასე ჯობს, და არა ის ზოგადქართული და საშვილიშვილო საქმე, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, მე ვისურვებდი, თქვას − ჩვენი ტყვეები აწამეს და დახოცეს; იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე და არა მხოლოდ მათი შვილებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის სიმართლე; და რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონით“-აცხადებს მინისტრი.