გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ეკა სეფაშვილი: როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო

21-02-2024

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა.


„ვიზიტი ბრიუსელში, მოწმობდა ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს გზავნილი ევროკავშირის მხარემ სათანადოდ გაიზიარა.


როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო. ორმხრივი სურვილი და ორმხრივი მზაობა დაფიქსირებულია, რაც არის იმის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.