გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ვიქტორ ჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში

21-02-2024

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე. როგორც ის ამბობს, სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. შესაბამისად, ის ხელისუფლებისგან პატიმრის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.


„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.