2-10-2018
The Grand Tour -ის საავტომობილო შოუს წამყვანები ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი სოფელ ხურვალეთში ჩავიდნენ, სადაც საოკუპაციო ხაზს მიღმა უკვე რამდენიმე წელია დათა ვანიშვილის ოჯახია მოყოლილი. შოუს წამყვანები სწორედ დათა ვანიშვილისკენ არიან წასულები.
უცნობია რა თემაზე მუშაობენ ისინი. დეტალები პროტოკოლის მიხედვით არ საჯაროვდება. თუმცა გადაღებებში ჩართული მანქანების მიხედვით შოუს ეპიზოდში გამოყენებული იქნება ბენტლი, ასტონ მარტინი და მე-8 სერიის BMW.
მათ გადაღებები უკვე ჰქონდათ ბათუმში და გორში სტალინის სახლ-მუზეუმში.
კლარკსონი საქართველოში მოგზაურობის ფოტოებს საკუთარ Instagram-ზეც ავრცელებს.
Top Gear-ი პირველად ეკრანზე 1977 წელს გამოჩნდა და 2002 წელს ის ჯერემი კლარკსონმა და ენდი უილმანმა აღადგინეს. გადაცემა ავტომობილებს ეძღვნება, სადაც განიხილავენ მანქანების მახასიათებლებს და აჯიბრებენ კონკურენტულ ბრენდებს.
ამჟამად კლარსონის გადაცემა ახალი ფორმატით გამოდის და მას The Grand Tour ჰქვია.