გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თავდაცვის ძალების მეთაური საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

21-02-2024

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.


მხარეებმა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში თურქეთის მხრიდან გაწეული მხარდაჭერა, მათ შორის, სამხედრო განათლების, ერთობლივი სწავლებების, ექსპერტული, მატერიალურ-ტექნიკური და სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის კონტრიბუცია, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში აღმოჩენილი დახმარება.