გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ინდოეთში ეცნობიან

23-02-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთში, ნიუ-დელიში, SATTE (South Asia’s Travel & Tourism Exchange) 2024 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.


აზიის ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 28  სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.


გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.


საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას SATTE 50-ზე მეტი ქვეყნიდან 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია ესწრება. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.