გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

განათლების სამინისტროს ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები დაექვემდებარება

2-10-2018


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფელ ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს.


სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და  მათი მუშაობა დროებით შეჩერდა. ამით კი, ხელი შეეშალა მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვას. 


„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აუცილებლად მიიჩნევს, ახლო მომავალში ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი პოლიტიკა სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით შემუშავდეს. რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით“-აცხადებენ უწყებაში.