გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პრემიერ-მინისტრი NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

23-02-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე NDI-ის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს. განხილულ იქნა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო და მოლოდინები.


საუბარი შეეხო ამ კუთხით განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორმებს. აღინიშნა, რომ წელს, პირველად, არჩევნები ჩატარდება ელექტრონული წესით, რაც გულისხმობს ხმის მიცემას, ხმების დათვლასა და ამომრჩეველთა რეგისტრაციას ელექტრონულად. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და უზრუნველყოფილი იყოს ძალიან ფართო დაკვირვება.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აგრეთვე საქართველოსა და NDI-ის შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.