გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამარ ჩიბურდანიძე: დღეს პრემიერმა პრესკონფერენციაზე საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი კონტურები მოხაზა. ძალზედ საინტერესო პერიოდი იწყება ჩვენი ქვეყნისთვის

23-02-2024

„ხელისუფლების გონივრული ეროვნული პრინციპულობა უცხოეთთან სწორი პარტნიორობით გრძელდება და კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში ადის,“ - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხის მიმართ რადიკალურად განსხვავდება მათი წინამორბედებისგან.


თამარ ჩიბურდანიძის თქმით, დღეს უპირატესი საერთაშორისო პარტნიორობაში ჩვენი ეროვნული ინტერესებია და ასევე, ბუნებრივია, მათი ინტერესების გათვალისწინებაც.


„დღეს ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოთაშორის ორმხრივ ურთიერთობებში მთავარი ფაქტორი თავად უცხოეთის დამოკიდებულებაც იქნება ჩვენს მიმართ. ევროკავშირთან, ჩინეთთან და ამერიკასთან მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა მათზეც არის დამოკიდებული, თუ როგორ მიუდგებიან საქართველოს საკითხს. პრემიერის პრესკონფერენციის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების გონივრული ეროვნული პრინციპულობა უცხოეთთან სწორი პარტნიორობით გრძელდება და კიდევ უფრო მაღალ რეგისტრში ადის. 30 წელია ამის მოსმენას ველით. დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გამუდმებით გვესმოდა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო უცხოელ პარტნიორებთან მიმართებით და როგორ უნდა შევასრულოთ უსიტყვოდ ყველაფერი. დღევანდელი ხელისუფლების მიდგომა ამ საკითხის მიმართ რადიკალურად განსხვავდება მათი წინამორბედებისგან.


დღეს უპირატესი საერთაშორისო პარტნიორობაში ჩვენი ეროვნული ინტერესებია და ასევე, ბუნებრივია, მათი ინტერესების გათვალისწინებაც. დღეს პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის მიერ აბსოლუტურად დაუსაბუთებელი რეზოლუციები და ოპოზიციის დეზინფორმაციულ კამპანიაში ხელშეწყობა გარკვეული ძალების მხრიდან, რაც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაა, ბუნებრივია, კრიტიკის საფუძველს გვაძლევდა. ხელისუფლებას არასოდეს მიუცია დასავლელი პარტნიორებისთვის იმის საბაბი, მცირედით მაინც ეჭვი შეჰპაროდათ მათ ევროპულ კურსზე.


სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ ახალმა პრემიერმა ბრიუსელში პირისპირ შეხვედრებით, შეძლო ევროპელ პარტნიორებთან ამაზე საუბარი და როგორც თავად განაცხადა, გაურკვევლობას ადგილი აღარ ექნება. ჩვენც ამ მოლოდინით ვაგრძელებთ კიდევ უფრო მჭიდრო პარტნიორობას ევროკავშირთან, რომლის წევრიც მალე გავხდებით. რაც შეეხება მსოფლიოს ორ ზესახელმწიფოსთან, ჩინეთთან და ამერიკასთან პარტნიორულ თანამშრომლობას, ამ მიმართულებით პრემიერმა საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი კონტურები მოხაზა. ძალზედ საინტერესო პერიოდი იწყება ჩვენი ქვეყნისთვის,” - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.