გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

კიევში, ერთ-ერთმა აქტივისტმა სააკაშვილის სახლთან თავის დაწვა სცადა (ვიდეო)

5-12-2017

კიევში, ერთ-ერთმა აქტივისტმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახლთან, თავის დაწვა სცადა.
ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას „უკრაინსკაია პრავდას“ ჟურნალისტი, ევგენი რუდენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, კიევში, ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი სპეცრაზმმა შენობიდან ცოტა ხნის წინ გამოიყვანა. სამართალდამცველებმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ მიკროავტობუსში ჩასვეს. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინაში, ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. სააკაშვილი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე ავიდა და მხარდამჭერებს იქიდან მიმართა.
შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.ოდესის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები კი, იმ მიკროავტობუსს, სადაც სააკაშვილია მოთავსებული, გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. მიკროავტობუსი კიევში კოსტიოლნის ქუჩაზეა გაჩერებული.

წყარო: "კვირა"