გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი ცესკოს თავმჯდომარის სავარაუდო გადაყენებაზე: საქართველოს სახელმწიფოში ყველა უწყება სათანადოდ მუშაობს და "ნაციონალური მოძრაობის" სცენარების განხორციელების ყველა რისკი დაზღვეულია

23-02-2024

ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ დღის წესრიგში ორი სცენარი მზადდებოდა. "ნაციონალური მოძრაობის" სცენარი ზუსტად იციან მმართველ გუნდშიც და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რისკის გადაზღვევა საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყვიტეს. გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა, რომელიც პარტიული კვოტით ინიშნებოდა და დესტრუქციულ ძალებს "ქართულმა ოცნებამ" ამ ორ მძიმე სცენარს შორის არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მეგრელიშვილის თქმით, საქართველოს სახელმწიფოში ყველა უწყება სათანადოდ მუშაობს და "ნაციონალური მოძრაობის" სცენარების განხორციელების ყველა რისკი დაზღვეულია.

 

„მედიაჰოლდინგი „კვირა" ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს - ცესკოს თავმჯდომარის გადასაყენებლად "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ დღის წესრიგში ორი სცენარი მზადდებოდა: პირველი სცენარის მიხედვით, უნდა დაწყებულიყო გიორგი კალანდარიშვილზე მასირებული ბულინგის კამპანია, რომელშიც ჩაერთვებოდნენ საქართველოში მოქმედი „ენჯეოები“ ანუ პირდაპირ პოლიტიკური ნიშნითა და დავალებით მოქმედი სექტორი, ასევე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ მიერ კონტროლირებადი მედია და გარე აქტორები და ყველაფერი დასრულდებოდა მისი გადადგომით.

 

მეორე და ბევრად უფრო მძიმე სცენარით, უნდა დაგეგმილიყო გიორგი კალანდარიშვილზე ფიზიკური თავდასხმა, მასზე ძალისმიერი ანგარიშსწორება იმგვარად, რომ მას ვეღარ მოეხერხებინა უფლებამოსილების განხორციელება. ამ გეგმის პირობებში მისი მდგომარეობის გათვალისწინებით მას გადადგომა მოუწევდა და ცესკოს ხელმძღვანელი ხაზარაძის პარტიის წევრი – გიორგი სიორიძე გახდებოდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა ოპოზიციის მიერ ამ ინსტიტუციის დამორჩილებას. სახელმწიფოში ყველა უწყება სათანადოდ მუშაობს, ყველა რისკი დაზღვეულია, "ნაციონალური მოძრაობის" სცენარი ზუსტად იციან მმართველ გუნდშიც და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რისკის გადაზღვევა საკანონმდებლო ცვლილებით გადაწყვიტეს. გაუქმდა პირველი მოადგილის თანამდებობა, რომელიც პარტიული კვოტით ინიშნებოდა და დესტრუქციულ ძალებს "ქართულმა ოცნებამ" ამ ორ მძიმე სცენარს შორის არჩევანი უბრალოდ არ დაუტოვა“ - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.