გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თბილისსა და მარნეულში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება 5 ოქტომბერს დასრულდება

2-10-2018

თბილისსა და მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს.


თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 342 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის 1-ლ ივნისამდე რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. ამ ეტაპზე, გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, 2-ოთახიანი და 3-ოთახიანი ბინები განაწილდება. გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ნგრევადი ობიექტი დაიხურება.


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულში გრძელვადიანი განსახლების მოთხოვნით განაცხადებს ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული დევნილი ოჯახები შეავსებენ. მარნეულში საცხოვრებელი ფართი 18 დევნილ ოჯახს გადაეცემა.


იმ დევნილმა ოჯახებმა კი, ვინც უკვე შეავსეს განაცხადი, დამატებითი დოკუმენტაცია მხოლოდ ახალი გარემოების არსებობის შემთხვევაში უნდა წარმოადგინონ.

განაცხადების მიღება 2018 წლის 5 ოქტომბერს დასრულდება. დევნილ ოჯახებს განაცხადების შევსება როგორც სამინისტროსა და მის ტერიტორიულ ორგანოებში (თბილისი - თამარაშვილის ქ.N15ა, ზუგდიდი - ხუბულავას ქ.N6, ქუთაისი - აბაშიძის ქ.N28), ისე იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლიათ.