ორშაბათი, ივნისი 30, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

TOP.GE
საქმეზე „რუსთავის მერია ოპოზიციური საკრებულოს წინააღმდეგ“ ხვალ სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

25-02-2024

რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია იხილავს უპრეცედენტო საქმეს - "რუსთავის მერია რუსთავის საკრებულოს წინააღმდეგ".


ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საკრებულომ ათეულობით საკითხი ჯერ ბიუროზე, ხოლო შემდეგ სხდომაზე არ გაიტანა.


მერიის იურისტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად იმისა, კომისია როგორ დასკვნას გასცემს ამა თუ იმ საკითხზე, საკითხი განსახილველად აუცილებლად უნდა მოხვდეს საკრებულოს სხდომაზე.


საპირისპირო მოსაზრება აქვს საკრებულოს ხელმძღვანელობას, რომელსაც გახარია - ნაცმოძრაობის კოალიცია მართავს.

„იმედინიუსის“ ინფორმაციით, საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებას დიდი ალბათობით ხვალ გამოაცხადებს.