გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოგა ხაინდრავა: ეკა გიგაურმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა და მე ამას დავამტკიცებ

2-10-2018

,,სამი წელიწადია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და ცრუ ჩვენება მისცა სასამრთლოს, მე ამას დავუმტკიცებ. მთელი საზოგადოება თავისი სექტით, რომელსაც ,,ეს შენ გეხება ჰქვია“ და ყველაფერი ეხება სინდისის, ნამუსის, თავმოყვარეობის, კანონის და წესიერების გარდა, მათ ყველას გამოვიყვან სამზეოდ და მთელი საქართველო ნახავს რას წარმოადგენს გიგაური და მისი სექტა“-ეს განცხადება რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.


მისივე თქმით, მთელ დანარჩენ საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ასწავლიან როგორ უნდა იცხოვრონ, თავად კი საკუთარ წარსულს მალავენ.


„ვერ დამალავს გიგაური წარსულს, ვინაიდან მისი წარსული ხელთ მაქვს და ვერ დამალავს. კაპიტანმა გიგაურმა რიგგარეშე წოდება მიიღო კაპიტნის ვანო მერაბიშვილისგან იმაში, რომ დააჯილდოვა და მონაწილეობა მიიღო იმ არაადამიანების წახალისებაში, ვინც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახშო ქართული საზოგადოება, მისი სამართლიანობისადმი და თავისუფლებისადმი ლტოლვა. ამაში მიიღო მონაწილეობა, დააჯილდოვა ათეულობით და ასეულობით სპეცრაზმელი და თვითონაც ამისთვის მიიღო ჯილდო. მე ამ სასამართლო პროცესით საზოგადოებას დავუმტკიცებ, რომ ის არის მატყუარა და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში",- აცხადებს გოგა ხაინდრავა