გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ირაკლი კობახიძე: რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა

26-02-2024

მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება იყო საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა.


„მოგეხსენებათ, გუშინწინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობისთვის ალტერნატიული პროექტის მომზადების შესახებ.


საავადმყოფოს რეორგანიზაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ, ვფიქრობ, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტა, რომელიც ერთი მხრივ, მოგვცემს საავადმყოფოს სრულად განახლების შესაძლებლობას და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს საავადმყოფოს პერსონალის, კოლექტივის ლეგიტიმური ინტერესების სრულად დაცვას. მე მინდა ვთხოვო ჯანდაცვის მინისტრს, შეძლებისდაგვარად მოკლე დროში წარმოადგინოს ახალი კონცეფცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს, წელსვე დავიწყოთ ახალი შენობის მშენებლობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.