გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

'მოღალატე! მოღალატე!' – ახალქალაქში ზურაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ

2-10-2018

ახალქალაქში თეატრის შენობასთან, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა, მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ ზურაბიშვილს შეძახილებით "მოღალატე! მოღალატე!" ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდეს.


ახალქალაქში, თეატრის შენობაში სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრის პარალელურად, შენობის მიმდებარედ ხმაური იყო: "არ ვარ არცერთი პარტიის და ორგანიზაციის წევრი, საქართველოს მოქალაქე ვარ, ეს ვერ გახდება, საქართველოს პრეზიდენტი, რადგან რუსეთის აგენტია, არ მივცემთ უფლებას ივანიშვილის ხელმძღვანელობით მას, რომ გააყალბოს არჩევნები, ესენი არიან გამყიდველები, ბანდიტები, დასრულდა ამათი ბოგინი!" – აცხადებდნენ თეატრის შენობასთან შეკრებილები. 


შეხვედრის დასრულების შემდეგ, თეატრიდან გამოსულ ზურაბიშვილს გარეთ დაპირისპირებული მოქალაქეები აღარ დახვდნენ, თუმცა მან თეატრის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა.

"მოვიდნენ, ვინ არიან ეს მოქალაქეები, დაველაპარაკები მათ", – განაცხადა ზურაბიშვილმა. 

თეატრიდან იგი ახალქალაქის პარკში ფეხით გავიდა და ადგილობრივებს გაესაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ორ ოქტომბერს, დამოუკიდებელი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში ამომრჩევლებთან შეხვედრებს მართავს. 


sknews.ge