გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზურაბ ქადაგიძე: მმართველ ძალას აქვს პერსპექტივა - მეოთხე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში კი არ ჩანს ძალა, რომელიც პერსპექტივაში მაინც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას

27-02-2024

„ნაცმოძრაობა“ დღევანდელი ოპოზიციის წამყვანი ძალა ნამდვილად არის, იმ პარაზიტი ოპოზიციისა, რომელიც თავადვე შეჭამა და ფრთის ქვეშ ბარტყებივით ამოიყენა“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.


ზურაბ ქადაგიძემ ისაუბრა რადიკალური ოპოზიციის წინასაარჩევნო მდგომარეობასა და ფორმაზე.


„როცა ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ახსენებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილმა, პირობითად, ორ საქმეზე შეიწყალოს და პროკურატურა ციხეში როგორ შეაბრუნებს, ამასაც ვნახავთო, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, რადგან სამართლებრივი ნონსენსია.


პირიქით უნდა საუბრობდნენ, თუ რა შეიძლება სამართლებრივი თვალსაზრისით გაკეთდეს თუნდაც მათთვის და სააკაშვილის სასიკეთოდ, მაგრამ ამ დროს ამბობენ, ეს რაში გვაინტერესებს, მთავარია, შეიწყალოსო. ამაში ჩანს „ნაცმოძრაობის“ ის პარაზიტი ბუნება, რითაც ჯერ ხელისუფლებაში იყო ცხრა წელი, ახლა კი ოპოზიციაში ვხედავთ.


„ნაცმოძრაობა“ დღევანდელი ოპოზიციის წამყვანი ძალა ნამდვილად არის, იმ პარაზიტი ოპოზიციისა, რომელიც თავადვე შეჭამა და ფრთის ქვეშ ბარტყებივით ამოიყენა. დღეს მმართველ ძალას პერსპექტივა აქვს მეოთხე ვადით მოვიდეს ხელისუფლებაში, ოპოზიციაში კი არ ჩანს ძალა, რომელიც პერსპექტივაში მაინც ჩაანაცვლებს ხელისუფლებას. ეს პარადოქსი კი „ნაცმოძრაობამ“ შექმნა“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.