გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

27-02-2024

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამეგრელოსა და იმერეთში 5 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.


3 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია სამეგრელოში, 2 - იმერეთში.


მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებში ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი.


ჭიათურის მუნიციპალიტეტში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტური და ცირკული სახერხი დანადგარები დალუქეს. უკანონო სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ნაკვეთსა და საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდათ მოწყობილი. ერთ-ერთი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო  უკანონოდ მოპოვებული წაბლის სახეობის 10 ერთეული პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 


ვინაიდან ხუთივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.