გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით მათიკაშვილი: როდესაც არასამთავრობოები სამართლებრივი პროცედურების გარეშე საუბრობენ, ტენდენციურობა აშკარაა

2-10-2018

„ნება მომეცით, გიგაურისა და მისი მეგობრების მიერ შედგენილ დასკვნას და მოსაზრებებს კითხვის ნიშნები დავუსვა. როდესაც ისინი საუბრობენ ყოველგვარი შემოწმების და სამართლებრივი პროცედურების გარეშე რაიმე დასკვნების გამოტანაზე, აშკარად ჩანს ტენდენციურობა“-ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და საქართველოს მტრებს უხარიათ, საჭიროა მოხდეს ფაქტების გადამოწმება, ვიდრე ასეთი ტიპის განცხადებები გაკეთდება.


„არასამთავრობო ორგანიზაციები პირველ რიგში დაინტერესებული უნდა იყვნენ, რაიმე ტიპის კითხვის ნიშანი ხომ არ არსებობს ჩანაწერში თუ ვინმეს განცხადებაში. შესაბამისად, თუ ამ ყველაფრის გადამოწმებას არ მოვახდენთ, ნაადრევი მსჯელობა მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირდაპირ ვიტყვი საქართველოს მტრებს უხარია", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.