დღეს , 1 ოქტომბერს, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ბრიფინფი გაიმართა.ბრიფინგზე პარტიის წევრებმა, რომლებიც სოფელ დაშტაფას მაცხოვრებლები არიან გამოაცხადეს, რომ პარტია "ევროპული საქართველო" დატოვეს და "ნაციონალურ მოძრაობაში" გადავიდნენ. იმ წევრებმა, რომლებმაც პარტია დატოვეს, განაცხადეს, რომ მათ "ევროპულ საქართველოში" ატყუებდნენ. დღემდე ფიქრობდნენ, რომ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი და იგივე პარტიაა. ამის შესახებ ბრიფინგზე ევროპული საქართველოდან, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროპორციული სიით მე-12 კანდიდატად დარეგისტრირებულმა გულიევ ნიზამიმ განაცხადა.
2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება.