გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

თამარ ჩიბურდანიძე: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

28-02-2024

„ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ერთ სიტყვაზე - ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული და პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ მედიასთან განაცხადა.


მისი თქმით, ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები.


"ამერიკის დღევანდელ ადმინისტრაციაში, როგორც ჩანს მთლად ერთგვარი დამოკიდებულება არაა ამ საკითხის მიმართ და რატომ? საარჩევნოდ, საპრეზიდენტო კანდიდატები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, ფოკუსირდებიან ისეთ თემებზე, რომლებიც მომგებიანი არის საზოგადოებაში. ორი დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მისი საარჩევნო კამპანია ერთ სიტყვაზე - ქრისტიანობაზე იქნება დაფუძნებული და პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ. ნახეთ რა მესიჯი გააჟღერა ტრამპმა.


როგორც ჩანს, მან ჩაატარა სოციოლოგიური კვლევები და ამერიკის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეს სტკივა, ანუ ამერიკაში არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. იქ არიან, ასეთი იდეოლოგიის მქონე ადამიანები, ამომრჩევლები, მოქალაქეები და ფაქტიც სახეზეა, რადგან პრეზიდენტობის კანდიდატი აქცენტს აკეთებს ამ საკითხზე ე.ი. მოსახლეობაში მოთხოვნა არის. განვიხილოთ ევროპის საკითხიც.


ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით.


 ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, -განაცხადა ჩიბურდანიძემ.