გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სოფო ქაცარავა: მე პირადად მაქსიმალურ რესურსს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მოდერნიზაციისთვის მივმართავდი, რადგან მიმაჩნა, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ გამართულ განათლების სისტემაზე დგას

2-10-2018

საგარეო ურთიერთობათა და განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დღეს კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროკომისიის მხარდაჭერითა და „ჰორიზონტი 2020“-ის ფარგლებში ჩატარდა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში.


„ჰორიზონტი 2020“-ის დამატებითი ინსტრუმენტის ფარგლებში, რაც მოიცავს ევროკავშირის და მასთან ასოცირებული ქვეყნებისთვის ინოვაციებისა და კვლევის სისტემაში რეფორმირების მხარდაჭერას, 2017 წელს სამინისტრომ მიმართა თხოვნით ევროკომისიას, ჩატარებულიყო კვლევა, რომელმაც გამოავლინა გამოწვევები და რეკომენდაციები საქართველოს ინოვაციებისა და კვლევის სისტემის მოდერნიზაციის პროცესში. ევროკომისიის სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების გენერალურმა დირექტორატმა გამოყო ექსპერტთა დამოუკიდებელი პანელი და საბაზისო დოკუმენტების სიღრმისეული ანალიზით, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან, სამიზნე ჯგუფებთან და აქტორებთან ინტერვიუების ფართო სპექტრისა და ხელისუფლებისა და დაინტერესებული მხარეების უკუკავშირის საფუძველზე მომზადდა ანალიზი და რეკომენდაციები, რომელიც გადაეცა განათლების სამინისტროს და რომლის ოფიცალური პრეზენტაციაც კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ბათუმში ჩატარდა.


“მე პირადად მაქსიმალურ რესურსს განათლებისა და მეცნიერების სისტემის მოდერნიზაციისთვის მივმართავდი, რადგან მიმაჩნა, რომ ქვეყნის წარმატება სწორედ გამართულ განათლების სისტემაზე დგას.


რეკომენდაციები, რომელიც კვლევის შედეგებმა გამოავლინა მეცნიერებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაციისთვის, უნდა იქნეს გათვალისწინებული, საჭიროა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა და მათი შესრულება. მადლობას ვუხდი ევროკავშირს და ევროკომისიის წარმომადგენლებს და მიხარია, რომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა და კოორდინაცია გაუწია ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრას “- აცხადებს სოფიო ქაცარავა.


ანგარიშში გამოიყო მიზნობრივი სფეროები, რომელთა გამოწვევებიც აფერხებენ ამ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და შეჯამდა საკითხები, რაც წარმოადგენს გადახედვის ობიექტებს: კოორდინაცია, კონცენტრაცია, კოლაბორაცია და კავშირი. ასევე დოკუმენტი მოიცავს სამოქმედო გეგმას, თუ როგორ უნდა აღმოიფხვრას კონკრეტული გამოწევები ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემაში და რა რეკომენდაციები უნდა იქნეს გათვალისწინებული საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.


“ჩვენი საგარეო კურსის მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ევროკავშირის ასოცირებულმა ქვეყანამ მუდმივად ვეძიოთ ის გამოწვევები, რაც სხვა და სხვა სფეროებში არის საქართველოში. მიმაჩნია, რომ ჩვენი ამბიციის ფონზე, რაც გვაქვს ქვეყნის განვითარების კუთხით, აუცილებელია ყველა ფორმატში განვიხილოთ განათლების, ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და კვლევითი შესაძლებლობების მიმართულებით პრობლემები და პროგრესი ევროკავშირთან თანამშრომლობის კონტექსტში და იმ ინსტრუმენტების ფონზე, რაც საქართველოს აქვს ასოცირების შეთანხმების, „ჰორიზონტი 2020“- ის და სხვა შეთანხმებებისა და პროექტებს საშუალებით“- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.