გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ზურაბ ქადაგიძე: ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი USAID -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას

28-02-2024

როგორ ცდილობს ოპოზიცია ქვეყანაში „აგენტოკრატიის“ დამყარებასა და რა ზიანი მიადგება საქართველოს ვეტინგის სისტემის შემოღების შემთხვევაში - ამ თემაზე „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს. ქადაგიძის თქმით, აღნიშნულმა სისტემამ უკვე გაანადგურა სასამართლოს დამოუკიდებლობა ალბანეთსა და უკრაინაში.


„ე.წ. “ვეტინგის” ეფექტი.


ქვეყნები, სადაც სასამართლო ხელისუფლებას არასამთავრობო სექტორი აკონტროლებს და საქართველო, რომელმაც უარი თქვა, საკუთარი სუვერენიტეტის ხელყოფაზე!


ალბანეთსა და უკრაინაში სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტი “USAID” -თან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კოორდინაციით, სრულად აკონტროლებს და ახორციელებს მართლმსაჯულებას.


ამ ქვეყნებს უნდა დავეწიოთო, ჩვენი უსამშობლო ოპოზიცია გვიკიჟინებს.


ნეტავ რაში, სასამართლოს გასხვისებაში და “აგენტოკრატიის” დამყარებაში?!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.