გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება

28-02-2024

"ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ კანონპროექტზე სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ისტერიკა დაიმარათა. ჩვენ ვიხილეთ ერთი გეგმით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი გუნდი რომელმაც დეზინფორმაციით - "ეს კანონი რუსულია" ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა და მათ მოლოტოვის კოქტეილები ასროლინა, - ამის შესახებ, "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას ოპოზიციის საზღვარგარეთიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც, პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს არჩევნებში უცხოეთიდან ჩარევის ტოლფასია.

 

მეგრელიშვილის განცხადებით, აგენტურა გაიშიფრა და მისაღები კანონი მიღების გარეშე ამუშავდა, შესაბამისად, საზოგადოებამ იცის, რომ ოპოზიცია დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან ფინანსდება.

 

"ხალხის ძალის" მიერ პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანილ კანონპროექტზე სახელწოდებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ოპოზიციურმა სპექტრმა და არასამთავრობო სექტორმა პოლიტიკური ისტერიკა დაიმარათა. ჩვენ ვიხილეთ ერთი გეგმით მოქმედი ანტისახელმწიფოებრივი გუნდი რომელმაც დეზინფორმაციით - "ეს კანონი რუსულია" ახალგაზრდები ქუჩაში გამოიყვანა და მათ მოლოტოვის კოქტეილები ასროლინა. ამას არ დასჯერდა და პარლამენტის წინ საკუთარი თავის ფარად ეს ახალგაზრდები აიფარა და სისხლისღვრისთვის მოამზადა, როგორც მათ დეზინფორმაციაზე მსხვერპლად შესაწირნი.

 

"ქართული ოცნება" და "ხალხის ძალა" არ და ვერ დაუშვებდა ახალგაზრდების იარაღად გამოყენებას და ჩვენ მოგებული პოზიცია დავთმეთ. ამ დათმობის ფონზეც კი დესტრუქციული ოპოზიციური სპექტრისა და მეორე მაიდანის მომლოდინე დამფინანსებლების მიერ გასროლილმა მილიონებმა ფასი დაკარგა. ფაქტობრივად ამ ხალხმა (ოპოზიციამ და დამფინანსებლებმა) რამდენიმე მილიონად ნაყიდ საკუთარი დანაშაულის აღიარებით დოკუმენტზე მოაწერეს ხელი და დამტკიცდა ის, რაც აქამდე შიგნიდან ასე კარგად ჩანდა! აგენტურა გაიშიფრა და მისაღები კანონი მიღების გარეშე მიღებულ კანონზე კარგად ამუშავდა! ჩვენ დღეს ვიცით, რომ ოპოზიცია მეტწილად დესტრუქციისათვის საზღვარგარეთიდან თითქმის ულიმიტო თანხებით ფინანსდება. 2024 წელი საარჩევნო წელია და საყურადღებოა, რომ მათ მიერ მიღებული დაფინანსება არჩევნებში გარე ძალების ჩარევის ტოლფასია რაც მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია და განგაშის საფუძველია" - წერს თამთა მეგრელიშვილი.