გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია აბაშიძე: „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ. რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება

28-02-2024

ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, რომელიც საზღვარგარეთიდან ოპოზიციის დიდი ნაწილის დაფინანსებას ეხება.


ანალიტიკოსის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, ვინ არიან რევანშისტი ძალები და რას წარმოადგენენ ისინი.


„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (ე.წ რუსული) კანონი აღარაა საჭირო, იმდენად უხეში გახდა მეხუთე კოლონის ანგარებიანი დესტრუქცია და მათი ინტენსიური მხილება. საქართველოს საზოგადოებამ მკაფიოდ დაინახა თუ რას წარმოადგენენ ყველა განშტოების ოდენ ვერცხლისმოყვარე „ნაცრევანშისტები“. თითქოს წარმოუდგენელია ამგვარი ანტისახელმწიფოებრივი სუბიექტების არსებობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატეები ყოველთვის გვყავდა და აწმყოშიც არიან" - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.