გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს...

28-02-2024

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ნინო ლომჯარიას შესახებ წერს.


როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, ლომჯარიას ლეონიდ ილიას ძემდე ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს.


„დღეს ნინო ლომჯარიამ შალვა პაპუაშვილი მის არაჯეროვან დაფასებაში შეარცხვინა და მას თავისი „ჩინ-მედლების“ ნუსხა და აღიარებების დონე შეახსენა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, საფრანგეთის ღირსების ორდენი, მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრობა... საოცარია, მაგრამ არც ერთი ქართული მედალი თუ ორდენი, მეგის ქარდავას, კოხტა კოდუას თუ ვიქტორ იანუკოვიჩს რომ ერგო, მის კოლექციაში არაა. ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს...“, - წერს დავით ქართველიშვილი.