გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გურამ მაჭარაშვილი: აშშ-ის ელჩის, დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, „ხალხის ძალის“ საპრევენციო განცხადების შედეგი იყო

29-02-2024

„ჩვენ, „ხალხის ძალამ“ პრევენციული ხასიათის ნაბიჯები რომ არ გადავდგათ ხოლმე, მეორე, პარტნიორი მხარე, ვერ დაინახავს, რომ თურმე საქართველოში რაღაც მიუღებელია“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.


გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც ლგბტ პროპაგანდასა და აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას ეხებოდა.


„ლგბტ უფლებების დასაცავად საქართველოში გადმორიცხული თანხები სად იხარჯება, დარწმუნებული ვარ, დონორებმა ძალიან კარგად იციან. როცა ეს თანხები პროპაგანდაში იხარჯება, როცა გამოიხატება წიგნის გამოცემით, აღლუმის ჩატარებით, სოციალურ ქსელებში ქადაგებით და ა.შ. ეს ხომ უფლებების დაცვა აღარ არის? საუბარი არ არის იმაზე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლის მიერ ადვოკატის დაქირავება დააფინანსოს ვინმემ - კი ბატონო, ეს უფლებების დაცვაა, მაგრამ როცა ეს თანხები პროპაგანდის ხელშეწყობაში იხარჯება, მიუღებელია ქართული საზოგადოების 90%-თვის“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


დეპუტატმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ გაიგო აშშ-ის ელჩის განმარტება იმასთან დაკავშირებით, თუ რა იგულისხმა სახელმწიფო მდივანმა, როცა ამერიკელ საჯარო პირებს მოუწოდა თავი შეეკავებინათ ისეთი სიტყვების გამოყენებისგან, რომელიც რომელიმე სქესს აღნიშნავდა.


„აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის სიტყვები, რომ ის ამაყი დედა, და და ცოლია, გავიგეთ ისე, როგორც თქვა. ჩვენ სამართლიანი მიდგომა გვაქვს. წინა ელჩთან დაკავშირებით გვეუბნებოდნენ - რატომ ესხმით თავსო. რატომ ახლანდელ ელჩთან, რომელიც უკვე თითქმის ნახევარი წელია საქართველოშია, არ გვაქვს ასეთი პრეტენზიები? იმიტომ, რომ ის, ამ ეტაპამდე მაინც, იქცევა ისე, როგორც დიპლომატი უნდა იქცეოდეს.


 ჩვენ რომ პრევენციული ხასიათის ნაბიჯები არ გადავდგათ ხოლმე, მეორე, პარტნიორი მხარე, ვერ დაინახავს, რომ თურმე საქართველოში რაღაც მიუღებელია. ჩვენი პრევენციული ხასიათის განცხადების შემდეგ იყო აშშ-ის ელჩისგან ის პასუხი, რომ ის არის ამაყი დედა, და და ცოლი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.