გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მოთხილამურე ინფლუენსერები საქართველოს ზამთრის კურორტების შესახებ ფილმს ამზადებენ

29-02-2024

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კანადიდან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან და  ავსტრიიდან 5 მოთხილამურე ინფლუენსერს უმასპინძლა. ინფლუენსერებმაგუდაურში, ბახმაროსა და სვანეთში იმოგზაურეს, გაეცნენ ზამთრის კურორტებს, ისრიალეს სამთო ტრასებზე და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ სოციალურ ქსელებში პოსტები, რილსებიდა სთორები მოამზადეს.


ინფლუენსერები საქართველოს შესახებ ფილმს იღებენ, რომლის ჩვენებაც საფრანგეთის ყოველწლიურ ფესტივალზე „Highfive“ გაიმართება.


„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მოგვიწვია. საქართველოში 2 კვირით ვართ, ჩვენსხვადასხვა რეგიონში ვმოგზაურობთ, ძალიან კარგ გამოცდილებას ვიღებთ და ვეცნობით საქართველოს“,-აცხადებს სებატიან დარლე ტურის მონაწილე. 


„საქართველოში პირველად ვარ და მიღებულმა შთაბეჭდილებებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. საოცარი ბუნება, კულტურა, მთები და კერძები გაქვთ, ძალიან მომწონს ქართული სტუმარმასპინძლობა, საქართველოში ძალიან თბილი ხალხია“,-ამბობს სელასთ პამერლანი ტურის მონაწილე. 

 ტურის მიზანია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.