გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოზარ სუბარი: ფონდი, ქვეყანა, რომელიც ენჯეოების მეშვეობით პოლიტიკურ პარტიებს აფინანსებს, პირდაპირ გვეუბნება, რომ ის არ სცემს პატივს საქართველოს კონსტიტუციას, სახელმწიფოს და სუვერენიტეტს

29-02-2024

„პარტიები ქმნიან „ენჯეოებს“ და ისინი ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ფონდები არის სამთავრობო, ისეთი როგორიცაა USAID, ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების სხვადასხვა ფონდები," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ დაფინანსების ეს სქემა ახალი არ არის და განსაკუთრებით მიუღებელია, როცა დაფინანსება მიდის იმ „ენჯეოებზე“, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ.


„ეს ცნობილი სქემაა. დიდი ხანია ვიცით, რომ პარტიები ქმნიან „ენჯეოებს“ და ისინი ფინანსდებიან სხვადასხვა დასავლური ფონდებიდან. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ფონდები არის სამთავრობო, როგორიცაა USAID, ასევე ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების ფონდები. ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, რადგან საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს პოლიტიკური პარტიის ქვეყნის გარედან დაფინანსებას.


ფონდები და ქვეყნები, რომლებიც ასეთი ვითომ შეფარული გზით აფინანსებენ პოლიტიკურ საქმიანობას, ამით პირდაპირ გვეუბნებიან, რომ პატივს არ სცემენ საქართველოს კონსტიტუციას, ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. დღეს ჩემმა კოლეგამ, დავით კაჭარავამ პარლამენტში აშშ-ს ელჩს რობინ დანიგანს ჰკითხა, როგორ უყურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის მთავრობა USAID-ის თუ ამერიკის საელჩოს მეშვეობით აფინანსებს იმ ენჯეოებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ? რადგან შეხვედრა დახურული იყო, ელჩის პასუხს არ გავამჟღავნებ, მაგრამ ვიტყვი, რომ პასუხი არ იყო დამაკმაყოფილებელი.


ეს არ იყო ის პასუხი, რასაც მეგობრისგან უნდა ვისმენდეთ. ასეთი მიდგომა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და კანონმდებლობის მიმართ არის აბსოლუტურად მიუღებელი, ისევე, როგორც მიუღებელია იმ ენჯეოების დაფინანსება, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობენ და ხშირ შემთხვევაში ეს გაცხადებულიც აქვთ, მათ შორის პირდაპირ კონკრეტული პროექტების მიზნებში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.