გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

საგანმანათლებლო პროგრამა-"გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია"

29-02-2024

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მოსწავლეებისთვის დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი „გაეცანი, შექმენი და აირჩიე სამომავლო პროფესია“, რომლის მიზანია გააღვივოს მოზარდებში ინტერესი კულტურული მემკვიდრეობისადმი; გააცნოს მოსწავლეებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციფიკა და პროფესიული თავისებურებები;


შემეცნებითი აქტივობები გონიოს კვლევით ცენტრში გაიმართა. პირველ დღეს მოსწავლეებისათვის ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე: არქიტექტურა-ხუროთმოძღვრება, არქიტექტურის სახეობები, რა ნიშან-თვისებების საფუძველზე შეიძლება მიენიჭოს შენობას ძეგლის სტატუსი). განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქის ღირსშესანიშნავი ძეგლების მიმოხილვას. (პრაქტიკული სამუშაო: ხატვა- ქალაქის საკულტო ნაგებობები) შემეცნებით აქტივობას უძღვებოდა ხელოვნებათმცოდნე სოფიო სანიკიძე.


მეორე დღე დაეთმო პრეზენტაციას, რომელიც აერთიანებდა ძვ. რომის იმპერიის ისტორიის გაცნობას, ასევე პოპულარული რომაული თამაშების განხილვას და მათი საინტერესო მხარეების წარმოჩენას (პრაქტიკული სამუშაო : რომაული სამაგიდო თამაშები) შემეცნებით აქტივობას უძღვებოდა სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი.


საგანმანათლებლო გაკვეთილებს ქ.ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სკოლის მე-5 კლასის (პედაგოგი - ირინე სევოსტიანოვა) და მე-15 საჯარო სკოლის მე-5 დ კლასის (ხელმძღვანელები: სოფო ზოიძე, ეკა თოდრია) მოსწავლეები დაესწრნენ.