გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გაჩეჩილაძე: სალომე ზურაბიშვილს უზარმაზარი გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები აქვს

2-10-2018

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, რომელიც მან ასპინძაში, ამომრჩეველთან შეხვედრისას გააკეთა, პრეზიდენტობის კანიდატ სალომე ზურაბიშვილს აქვს უზარმაზარი დიპლომატიური გამოცდილება და ამ გამოცდილების უკან დგას ძალიან სერიოზული კავშირები საერთაშორისო დონეზე, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.


„ამიტომაც ვუჭერთ მხარს ამ ადამიანს. გარდა ამისა, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ადამიანი იქნება აბსოლუტურად ნეიტრალური, არ იქნება არცერთ მხარეზე. კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ იქნება მისი სახელმძღვანელო და რომლის მიხედვითაც ის გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, სტაბილურობა, ადამიანთა შორის მეგობრობა და ა.შ. ქალბატონი სალომე ყველაფერს გააკეთებს, რომ როგორმე გავიაროთ რთული პერიოდი და ბოლომდე მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი საყვარელი მოსახლეობა ფეხზე წამოდგეს და ყველა ადამიანი კმაყოფილი იყოს ცხოვრებით“-განაცხადა გაჩეჩილაძემ.