გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

თამთა მეგრელიშვილი LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირებაზე საკანონმდებლო დონეზე: ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%

29-02-2024

"რაც ახლა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა - LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%," - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.“


მეგრელიშვილის თქმით, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს მომავალ თაობას, ხოლო ყველა - ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება საქართველოს, ეკლესიის და ოჯახების მტერი.


„რაც ახლა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე გამოაცხადა - LGBT პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე, ამას ელოდება წლებია საქართველოს მოსახლეობის 90%.


ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება, რაც დაიცავს ჩვენ შვილებს და მომავალ თაობას. ხოლო ყველა - ვინც ამ კანონს დაუპირისპირდება, პირდაპირ იქნება ჩვენი ქვეყნის, ეკლესიის და ოჯახების მტერი“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.