გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

29-02-2024

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სამგზავრო ავტობუსით 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა. გამოძიებით დადგინდა, რომ ოქროს ნაკეთობები ავტობუსის წინა საბურავებს შორის, სპეციალურად მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული, წინასწარი მონაცემებით მათი საბაჟო ღირებულება აღემატება ნახევარ მილიონ ლარს.


დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა (საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად), რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. ოქროს ნაკეთობების ზუსტი ღირებულების დადგენის მიზნით მიმდინარეობს ექსპერტიზა.