გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კასპის მერი ვგორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან და პარლამენტარ ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად ახალგაზრდებს შეხვდა

29-02-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან გიორგი სოსიაშვილთან და საქართველოს პარლამენტის წევრთან ირაკლი მეზურნიშვილთან ერთად კასპელ ახალგაზრდებს შეხვდა.

 

შეხვედრა კასპის პროფესიულ კოლეჯში ჩატარდა, სადაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა არსებულ გამოწვევებზე, ახალ იდეებსა და ამ იდეების განხორციელების გზებზე ისაუბრეს. შეკრებილებმა მათთვის საინტერესო ინიციატივებიც გააჟღერეს, რაც მუნიციპალიტეტში მეტი სპორტული და ახალგაზრდული სივრცის, დებატების კლუბისა და ბიბლიოთეკის მოწყობას გულისხმობს.

 

ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს ვახტანგ მაისურაძემ და პარლამენტის წევრებმა უპასუხეს და სამომავლო გეგმებიც გააცნეს.

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი სახის შეხვედრები მომავალშიც მოეწყობა.