გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

29-02-2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მასიმილიანო დ'ანტუონოს შეხვდა.


პრემიერ-მინისტრმა იტალიელ დიპლომატთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა შემდგომი ინტეგრაციის პროცესში იტალიის რესპუბლიკის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრის, მხარდაჭერის მნიშვნელობას.


შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკურ, აგრეთვე − თავდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. გამოითქვა არსებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა.


ირაკლი კობახიძემ მასიმილიანო დ'ანტუონოს საქართველოს ევროპული მომავლის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.