გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ეკა ბესელია: მე ვიყავი იმ დასკვნის ავტორი, რომლითაც სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება გაკეთდა

2-10-2018

„მე ვიყავი იმ დასკვნის ავტორი, რომლითაც 2004-2012 წლების სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება გაკეთდა“- ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტების“ მიერ მომზადებულ „სააკაშვილ-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ“ რეზოლუციას იხილავენ.


„ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ 2016 წელს გამოვხატე, როდესაც იმ დადგენილების პროექტისა და დასკვნის ავტორი ვიყავი, რომლითაც 2004-2012 წლების სააკაშვილის ხელისუფლების პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება გაკეთდა. იქ ადამიანის უფლებების კუთხით სისტემურ დანაშაულებზე და დარღვევებზე დასკვნა დევს. ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ იმ დადგენილების რეკომენდაციები, რაც მაშინ გავეცით, დღეს მოვისმინოთ. შესაბამისი პირი პროკურატურიდან მოწვეული გვყავს და მოვისმენთ, რეკომენდაციები როგორ შესრულდა. ეს სურათი მთლიანობაში გვინდა, რომ დავინახოთ და ეს დისკუსია დღეს გაიხსნება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.