გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

კახა ოქრიაშვილი: აზარაშვილის გადაყენება არასაკმარისია - არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას!

1-03-2024

ზურაბ აზარაშვილი გადააყენეს.მიმაჩნია, რომ მისი გადაყენება არასაკმარისი ქმედებაა იმის საპასუხოდ, როგორც მან აშენებული, ყველაზე განვითარებული სოციალურ-ეკონომიკური სექტორი მიიყვანა ჩამოშლის, გაკოტრების და განადგურების პირას!აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტრო ერთგვარ გესტაფოდ, სადამსჯელო ორგანოდ გადააქცია, რომელიც მისი მინისტრობის პერიოდში, ცინიკურად ანგრევდა მართლაც ყველაზე განვითარებულ დარგს საქართველოში- ამის შესახებ პარტია "პროგრესი და ტავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"არა მხოლოდ მე, არამედ მთელი ჯანდაცვა ვითხოვთ მისი დანაშაულებრივი ქმედებების სიღრმისეულ გამოძიებას. იმედი მაქვს, ჯანდაცვის მომდევნო მინისტრი სექტორის კიდევ უფრო უკეთ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ჩვენს დარგში გასაკეთებელი არასდროსმთავრდება!"- აცხადებს ოქრიაშვილი.