გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილზე: ინსტრუქციას ელოდებიან პატრონებისგან, საკუთარი აზრი ხომ არ გააჩნიათ - ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით

1-03-2024

მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისაგან დაცვის შესახებ მმართველი გუნდის საკანონმდებლო ინიციატივაზე აზრის გამოსათქმელად, არასამთავრობოების და პოლიტიკოსების ნაწილი პატრონებისგან ინსტრუქციას ელოდება. ნიკოლეიშვილის თქმითვე, მათ უჭირთ იმ კანონპროექტის წინააღმდეგ წასვლა, რომელსაც საზოგადოების უმრავლრსობა უჭერს მხარს.


“მონათა ბაზარს პოლიტიკურ ფლანგზე და NGO სექტორში ვადევნებ თვალს გუშინდელი საღამოს შემდეგ და სრული დაბნეულობა და დუმილია. ჯერ ერთი ინსტრუქციას ელოდებიან პატრონ/დონორებისგან, აბა მათ ხომ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ?! მეორე კიდევ შავ დღეში არიან - როგორ გინდა დაუპირისპირდე საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც სრულიად ერი და ბერი უჭერს მხარს? ამიტომ არიან ტრავოლტას გიფივით. ასე ხდება, როცა არა საკუთარ ქვეყანას და ხალხს, არამედ უცხო, ბინძურ ინტერესებს ემსახურები” - წერს ნიკოლეიშვილი.