გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან და თავდაცვის ატაშესთანგაცნობითი შეხვედრა გამართა

1-03-2024

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ჩიქოვანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა. მინისტრმა იაპონიის მხარეს საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო პროგრამებსა და საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე.


აღინიშნა საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იაპონიის მხარის ფინანსური კონტრიბუცია. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზეც იმსჯელეს.