გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ახმეტაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა

5-12-2017

ახმეტაში ავარიის დროს ორი ადამიანი დაშავდა. რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ბოგირს შეეჯახა, შედეგად მძიმედ დაშავდა მძღოლი და ერთი მგზავრი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავანა. ექიმის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანს ტვინის შერყევა და სხეულის მძიმე მოტეხილობები აღენიშნებათ. 
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"