გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბადრი ბიწაძესა და ვანო მერაბიშვილს სასამართლო დაკითხავს

2-10-2018

თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკა გიგაურსა და გოგა ხაინდრავას შორის დავის განხილვა ვანო მერაბიშვილისა და ბადრი ბიწაძის დაკითხვით გაგრძელდება.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, უწყება მერაბიშვილსა და ბიწაძეს უახლოეს პერიოდში გაეგზავნებათ.


„შემდეგ პროცესზე მოიყვანენ ვანო მერაბიშვილსა და ბადრი ბიწაძეს, რომლებიც დაადასტურებენ ან არ დაადასტურებენ საკუთარ ხელმოწერებს. ის, რაც ხდება, არის საოცარი – ქალბატონი გიგაური არ მობრძანდება პროცესზე, როცა სარჩელის ინიციატორი თავად არის. მიდის ზეწოლა არამარტო საზოგადოებაზე, არამედ სასამართლოზე, რადგან ხვდება, რომ ცუდად აქვს სასამართლოში საქმე. ის ემალება სასამართლოს. მან ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილს პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის უჩივლა.


მოსარჩელე მხარის განმარტებით, საქმე ეხება 2014-2015 წლებში ხაინდრავასა და ადამაშვილის მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებებს. მოპასუხეებმა ეკა გიგაური დაადანაშაულეს 2007 წლის ნოემბრის აქციების ძალისმიერი მეთოდით დაშლის წახალისებაში. ეკა გიგაურის უფლებადამცველი სიმბოლურად, მორალური ზარალის ასანაზღაურებლად 30 თეთრს ითხოვს.


რეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ მას აქვს დოკუმენტი, რომელიც ეკა გიგაურისთვის კაპიტნის წოდების ვადაზე ადრე მინიჭებას ადასტურებს.

ხაინდრავას განცხადებით, კაპიტნის წოდება გიგაურმა 7 ნოემბრის აქციის დარბევის გამო მიიღო. მისივე ხელმოწერით კი 7 ნოემბრის დარბევაში მონაწილე ბარისახოს მესაზღვრეები პრემიით დაჯილდოვდნენ.

საქალაქო სასამართლოში შემდეგი პროცესი 8 ნოემბერს 15:00 საათზე გაიმართება.