გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დიმიტრი ხუნდაძე: LGBT თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ; ჩვენ არ ვერევით პიროვნების პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს ტრადიციულ ღირებულებებს

1-03-2024

„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან“,-ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდო ლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში.


„ქვეყანა და საზოგადოება საკანონმდებლო დონეზე უნდა იყოს დაცული ფსევდოლიბერალიზმის გარდაუვალი მავნე გავლენებისგან. მითუმეტეს ახლა, როდესაც დღითიდღე ვუახლოვდებით ევროპულ ოჯახს, რაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანია. ასევე, ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ეროვნული თვითმყოფადობა, ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება, ერის ტრადიციების, ფასეულობებისა და ღირებულებების გადაცემა მომავალი თაობისთვის. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების და ამასთანავე, ეროვნული ღირებულებების დაცვით.


ბოლო პერიოდში, დემოკრატიულ ქვეყნებში მომძლავრდა LGBT პროპაგანდა, სხვადასხვა კანონის თუ გადაწყვეტილებების მიღება ერთსქესიანთა ქორწინების, შვილად აყვანის, გენდერული ნიშნით ტერმინების აკრძალვის თუ სხვა არატრადიციული ქმედებების დასაკანონებლად. შესაძლოა საზოგადოების მცირე ნაწილი ფიქრობდეს, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და ასეც არის, ჩვენ არ ვერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, მაგრამ რამდენადაც გარკვეული ძალები ცდილობენ იგივე იდეოლოგიის დამკვიდრებას საქართველოში, ამდენად, საჭიროა პრევენციული ქმედება ჩვენი მხრიდან. საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სწორედ პრევენციაა, რათა არ მოხდეს ფსევდო ლიბერალიზმის გაბატონება საქართველოში.


რამდენიმე წლის წინ ჩვენ მივიღეთ “ანტიდისკრიმინაციული კანონი”, რომელიც იცავს ყველა სახის უმცირესობების უფლებებს საქართველოში. LGBT თემის უფლებები სრულად არის დაცული ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ პროპაგანდის უფლება აქვთ. ჩვენ არ ვერევით პიროვნების პირად ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს ტრადიციულ ღირებულებებს, რაც ჩვენი ვალდებულებაა. საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ჩვენი ვალია, სწორედ ამ რწმენით და ტრადიციებით შევუნარჩუნოთ ის მომავალ თაობებს“, - წერს ხუნდაძე.