გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თამთა მეგრელიშვილი: ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა

1-03-2024

"ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიციირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის "დიდ მამებს" და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს - ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან," - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, მმართველი გუნდის მიერ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი მავნე შედეგებისგან დაცვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებასთან დაკავშირებით.


მეგრელიშვილის თქმით, დამარცხების აღიარებაა კანონი, რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება, ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღონ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპირონ.


„ამორალურობისა და უზნეობის პროპაგანდის აკრძალვის ინიცირება საკანონმდებლო დონეზე ქართველი ხალხის დაკვეთაა და ვაფრთხილებ ოპოზიციის "დიდ მამებს" და ისტერიკაში ჩავარდნილ არასამთავრობო სექტორს- ნუ შეხვალთ უკვე წაგებულ ომში ხალხთან.


დამარცხების აღიარებაა - კანონი რომელიც ეროვნული, ზნეობრივი ინტერესების დაცვის გარანტი იქნება ახალგაზრდებს რუსულ კანონად შეასაღოთ და ამ სამართლებრივ პროცესს ანტისამართლებრივი მოქმედებები დაუპირისპიროთ.


უფლებების სახელით ჩვენ უუფლებობამდე მიყვანა არ გამოგივათ!


ზნეობრივი, კულტურული, სარწმუნოებრივი ფასეულობების დასაცავად თქვენს გარეშეც, თითქმის მთელი საქართველო მზად ვართ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.