გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კასპის მერი სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

1-03-2024

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფლების - ფერმასა და ჩანგილარის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ.

 

1 000 გრძივი მეტრი გზის სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.

 

ამჟამად, გზაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ ორფენიანი ასფალტ ბეტონის საფარი დაიგება.

 

პროექტი რეგიონის განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

რეაბილიტირებული გზა უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას.