გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ეკა ბესელია: ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს, რომელმაც ადეიშვილის გამო თავი მოიკლა

3-10-2018

„ნაციონალური მოძრაობა „ომეგას“ და „იბერიას“ დასაცავად რომ გამოვა კომიკური სურათი იქნება, იმიტომ რომ ზუსტად მათგან იყო რეპრესირებული ეს და ათასი სხვა კომპანია“ - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ.


მისი თქმით, ზაალ უდუმაშვილმა თემურ ჩარკვიანი მოიკითხოს.


„ამ ცნობილმა ბიზნესმენმა, რომლის გაკეთებულ სიღნაღს და ბათუმს ჭრიდა ლენტების სახით სააკაშვილი, თავი ჩამოიხრჩო და წერილი დაწერა რომ ადეიშვილის გამო და მისი მეგობრების გამო. ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ სიცოცხლე საკუთარი ხელით მოისწრაფა. დიდი სია მაქვს, თუ უნდა გავუგზავნი“- განაცხადა ბესელიამ.